რატომ არიან ახლა ჩირგვებში შემალულები საია-დან დაწყებული ნებისმიერი სხვა უცხოელი პარტნიორით დამთავრებული?! გამობრძანდნენ და ტრამპის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთონ, – განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„რასაც ვამბობდით, რომ აქციებზე ნიღბებიანი ადამიანები არ უნდა იყვნენ და ატეხეს ამბავი – რუსეთის ხელისუფლება ჩაერთო კანონშემოქმედებით საქმიანობაშიო. ახლა რას იტყვიან როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს პირდაპირ, რომ ნიღბიანი ადამიანები აქციაზე არ დაიშვებიან, ასევე არ იქნებიან შეწყნარებულები მოძალადე ადამიანები აქციაზე. აქაც რუსეთის ხელისუფლებაა ჩარეული?! რატომ არიან ახლა ჩირგვებში შემალულები საია-დან დაწყებული ნებისმიერი სხვა უცხოელი პარტნიორით დამთავრებული?! გამობრძანდნენ და ტრამპის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში აქციებზე ნიღბების აკრძალვას მწვავედ აკრიტიკებდა, მას შემდეგ რაც იგივე რეგულაცია დონალდ ტრამპმა მიიღო დუმს. „ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?” ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა.