ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ში ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თეირანში ტორნადო მძვინვარებს“.
„თეირანში ტორნადო მძვინვარებს. სიძლიერის სიმბოლოები დაიბომბა და დაინგრა – სამაუწყებლო ხელისუფლებით დაწყებული და მალე სხვა მიზნებით დასრულებული, ადამიანები მასობრივად გარბიან. ასე ეცემა დიქტატურა“, – დაწერა კაცმა.
კომენტარები