უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ეს კიდევ ერთი მწარე გზავნილია კიევისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და შეერთებული შტატებისთვის ახლო აღმოსავლეთის თემა უფრო მნიშვნელოვანია“-ნათქვამია სტატიაში.
უკრაინის პრეზიდენტი თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრას კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო, ტრამპმა ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა.
კომენტარები