კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ გზების რეაბილიტაციას, პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მის ხარისხსა და საგარანტიო პერიოდზეც, – განაცხადა „დღის ქრონიკაში” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, გზებზე საექსპლუატაციო პერიოდის გასვლის შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება ამ გზების რეაბილიტაცია და დაიხარჯება ნაკლები რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე დროის.
„რეაბილიტირებული გზების მოვლა-პატრონობას რაც შეეხება, ყველა კომპანიას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს პროექტს, პასუხისმგებლობა აქვს ტენდერისა და ხელშეკრულების მიხედვით როგორც მის ხარისხზე, ასევე საგარანტიო პერიოდზეც. მას შემდეგ, რაც ჩვენ რეაბილიტაციას ვამთავრებთ და ვხსნით მოძრაობას, იწყება საგარანტიო პერიოდში, რაზეც უშუალოდ იმ კომპანიას აქვს ვალდებულება, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ამ გზას გაუვა საექსპლუატაციო პერიოდი, გაცილებით უფრო მარტივი იქნება ამ გზების რეაბილიტაცია, ვინაიდან იმ კომუნიკაციება, რაც ჩვენ მიწის ქვეშ დავამონტაჟეთ, ათწლეულები აქვს გარანტია. იმ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაში მომავალში დაიხარჯება გაცილებით ნაკლები რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე დროის. საჭირო იქნება მხოლოდ ასფალტის ფენის მოფრეზა და ახლის დაგება“, – განაცხადა ბენდელიანმა.