რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი, რომელსაც ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა, ბორდიურს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ავტომანქანის საბარგულიდან ტექნიკური ზეთის ბიდონები გადმოცვივდა და დაიღვარა. მძღოლი არ დაშავებულა. დასვრილი გზის დასასუფთავებლად დასუფთავების სამსახური გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან მექანიკური დაზიანების გამო გადავიდა და მომხდარზე საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გააფორმა.
კომენტარები