როდის მოხდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა – ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის ინფომრაციით, ამ საკითხზე მას სამართალდამცველები ჯერ-ჯერობით არ შეხმიანებიან. გაგი მოსიაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
“5 თუ 10 პირის მხრიდან თავდასხმას ბატონ ლაშა თორდიაზე ნამდვილად ადგილი არ ქონია, გამოიკვეთა, რომ ეს გაურკვევლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ წამიერი. მას შემდეგ, როდესაც გარკვეული სახის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო, მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ გამორიცხავს, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ჩვენი მხრიდან, შესაძლებელია, ვუჩივლოთ,“ – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
ადვოკატის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაც.