ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი აცხადებს, რომ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთმა ადამიანები მამაკაცებად და დედაკაცებად შექმნა.
თბილისში პარლამენტის შენობასთან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიტროპოლიტმა სიყვარულსა და ოჯახის მნნიშვნელობაზე ისაუბრა.
“როდესაც 2 ადამიანი ოჯახს ქმნის და შემდეგ ბავშვს სიყვარულით აღზრდის, ისიც ასევე მოიქცევა მკომავალში. სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დღეს ოჯახის დაცვის სიწმინდის აღნიშნვა, რომ ღმერთმა ადამიანები კაცებად და დედაკაცებად შექმნა და სწორედ მათ უნდა შექმნან ოჯახი”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა.
კომენტარები