ოთარ ფარცხალაძეს დღეს, ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში დაკითხავენ. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ის დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე უნდა მივიდეს.
ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივა.
ფარცხალაძე 13 მაისს კაფე ბარ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება. საუბარია გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას და ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე.
ლაშა თორდიას ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
კომენტარები