ეს პარტიები მხოლოდ და მხოლოდ შირმად არის შექმნილი, განსხვავებები არის საარჩევნო ნომერსა და მათ პარტიულ ფერებს შორის, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
„„ნაცი“ თავის „ნაცობას“ არ იშლის და არც მომავალში მოიშლის. ახლა აქვთ მცდელობა, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ და როგორმე დააჯერონ, რომ გახარიელი „ნაცები“ და „ლელოელი“ „ნაცები“ იგივე ძველი „ნაცები“ არ არიან, ან გვარამიასგან რამით განსხვავდებიან“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადამალვის წარუმატებელი მცდელობა. ფორმალურად შეცვლილი სახელები და უცვლელი პოლიტიკური ჯამი. პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის გარეთ დაწერილ გეგმას დამაჯერებლობას უწუნებს. მმართველი გუნდი საკუთარ შესაძლებლობებსა და ამომრჩეველში დარწმუნებულია.
კომენტარები