„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.
ლორთქიფანიძე კობახიძეს კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, ოპოზციონერის თქმით, ირაკლი კობახიძემ 13 კვალიფიციური სუბიექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგგენლობაში ჯერ შეიყვანა, ხოლო შემდეგ კომისიის შემადგენლობიდან ამორიცხა. დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნულ ქმედებაზე სასამართლომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
www.topnews.com.ge
კომენტარები
