ესპანეთში ორი დღეა ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა ქალაქ ტორე პაჩეკოში, 70 წლის პენსიონერის ცემის შემდეგ დაიწყო, რომელსაც მიგრანტები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და ინციდენტი კამერით გადაიღეს.
მომხდარმა ადგილობრივებში, მიგრანტების წინააღმდეგ აგრესიული საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, პოლიციის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიუხედავად, ქუჩებში ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები დადიან და უცხოური წარმოშობის ადამიანებს ეძებენ. ვრცელდება ცნობა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაკავებულია.
კომენტარები