ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაიზიაროს ტვირთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება დონალდ ტრამპის განცხადებას ნატოსთვის იარაღის მიყიდვისა და შემდგომ მისი უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, თუმცა ამასთანავე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაიზიარონ ამ გეგმის „ტვირთი“.
„თუ ჩვენ ვიხდით ამ იარაღის საფასურს, ეს ჩვენი მხარდაჭერაა – ეს ევროპის მხარდაჭერაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ უკრაინას დავეხმაროთ“, – აღნიშნა კაია კალასმა.
„ამიტომ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, იგივე გააკეთონ. თუ იარაღის მიწოდებას გვპირდებით, მაგრამ ამბობთ, რომ მის საფასურს სხვა გადაიხდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას აწვდით, არა?“ – დასძინა მან.