ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები გადასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტანკების გადაცემა 245 მილიონი ავსტრალიური დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში მოხდა, რაც დაახლოებით 160 მილიონი აშშ დოლარია.
„ავსტრალია ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფოა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, უგზავნის საბრძოლო მასალას და თავდაცვით აღჭურვილობას მას შემდეგ, რაც 2022 წელს მოსკოვი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა“, – წერს Reuters-ი.
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლზის განცხადებით, უკრაინამ 49 გადასაცემი ტანკიდან დიდი ნაწილი უკვე მიიღო, დანარჩენს უახლოეს თვეებში გაუგზავნიან.
კომენტარები