ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ამერიკული წარმოების იარაღისგან, მათ შორის Patriot-ის რაკეტების კომპონენტებისგან შედგება.
„უკრაინას ახლა სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალა. როგორც ნატოს უმსხვილესი მოკავშირე, ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს (მათ შორის, Patriot-ის ნაწილებსა და რაკეტებს). ეს დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისგან“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები