საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრი ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორთან – გივი მიქანაძესთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან – გვანცა ჩხვიმიანთან ერთად, დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრები რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველოს შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს რაინლან-პფალცის ფედერალურ მიწასთან. 2016 წელს გაფორმდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.
