საქართველოს პარლამენტი წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან” გელა მიქაძე, ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მლნ დოლარის მითვისებისთვის 15-წლიანი პატიმრობა მისუჯა. კომპანია “რაკიას” ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას გაერთიანებული საემიროების სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. კომპანიის ხელმძღვანელი პირები ხატერ მასაადი და გელა მიქაძე იყვნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასაადმა და მიქაძემ კომპანიას მითვისებული თანხა უნდა დაუბრუნონ. ხატერ მასაადს 12 მილიონ 800 ათასი დოლარის, ჯანაშიას კი 4 მილიონ 4 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა.
საქმე ფოთის პორტსა და კომპანია რაისტარ ტრეიდს შორის შეთანხმების გაფორმებას და შემდეგ მის ანულირებას ეხება. მასაადი ჯიდას აეროპორტში შარშან სექტემბერში დააკავეს ის, რომელიც საუდის არაბეთიდან საემიროებში ექსტრადირებას ელოდება.
კომპანია რაკია ჰოლდინგში აცხადებენ, რომ დავა აღნიშნულ საკითხზე, დაახლოებით, 6 წელია, მიმდინარეობს.
წყარო “კურიერი”
