„ფაქტობრივად, გავიგე დღეს, ტელევიზიის მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ დღეს, 2017 წელს, 7 წლის მერე, საქმე რაღაც აწარმოეს და მეორე მხარეს, ფაქტობრივად, წერილიც არ გამომიგზავნეს,“- ესე განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გელა მიქაძემ, არაბთა გაერთიანებულ საემიროების მიერ მისთვის შეფარდებულ პატიმრობაზე საუბრისას გააკეთა.
გელა მიქაძის განცხადებით, მას არანაირი წერილი, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან, არ მოსვლია, რომ პროცესი იმართებოდა და თავს უდანაშაულოდ ცნობს. დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულადაა მიღებული.
„ასეთი რამ მსოფლიოს იურისპრუდენციას არ ახსოვს საერთოდ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა საემიროს ემირმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება თავის ოთახში და გამოიტანა განაჩენი,“ – განაცხადა გელა მიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის დეპუტატს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გელა მიქაძესთან ერთად პატიმრობა მიესაჯათ, კომპანია “რაკიას” ყოფილ ხელმძღვანელებსაც.
