მოგეხსენებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ” წარმადგინა გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატად დედაქალაქის საკრებულოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” გუნდს, ჩვენს ლიდერებს და ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, ნდობისა და მხარდაჭერისთვის, – წერს მიხეილ რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში.
ის ასევე მადლობას უხდის „გლდანის მოქმედ მაჟორიტარს, კონსტანტინე ზარნაძეს, გვერდში დგომისთვის და იმ უამრავი მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გააკეთა ჩვენი რაიონისთვის“.
რეხვიაშვილის თქმით, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენ, რომ გლდანის რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული მოქალაქისთვის.
„თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს არის ენერგია და პასუხისმგებლობა, რომელიც მამოძრავებს. თქვენგან მოდის ზღვა ემოცია და სწორედ თქვენ მაძლევთ ძალას. ბევრი თქვენგანი ბავშვობიდან მიცნობს, და დღეს, უკვე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, ვარ თქვენს წინაშე და ვგრძნობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი ჩემს ცხოვრებაში.
გპირდებით, რომ 24/7-ზე ვიქნები თქვენს გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში. ჩემი მანდატის ფარგლებში, ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული, რომ ჩვენი რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული ჩვენგანისათვის.
მჯერა, რომ “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ჩვენს ქვეყანას, ქალაქს და რაიონს კიდევ მრავალი გამარჯვება და წარმატება ელის. ჩვენ ერთად შევქმნით მომავალს, რომლითაც ვიამაყებთ!
მშვიდობა საქართველოს,
მეტი სიკეთე თბილისს“, – წერს რეხვიაშვილი.