ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერ-მინისტრმა გახარიას და „ლელოს“ პარტიის ლიდერების ბერლინში შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ცოტა სასაცილო მდგომარეობაში არის ოპოზიცია.
„კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები. სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები. საბოლოოდ, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები