თურქეთში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ახალგაზრდა ქალს ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი.
თურქეთში მომხდარი დანაშაულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია.
ელენე გოქაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.
შსს ინფორმაციით, ტრაპზონში, საქართველოს საკონსულოს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სამართალდამცავებმა ოფიციალურად მიაწოდეს. საკონსულოს წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ როგორც გამოძიებასთან, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის.
თურქეთში საქართველოს მოქალაქე 34 წლის ელენე გოქაძე დღეს დილით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა ის სასტიკად აწამა.
ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
24.05.2017 13:03:53
ნანახია: 1543 ჯერ
