საბაჟო გამშვებ პუნქტებში “ნინოწმინდა” და “სადახლო-საავტომობილო”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 5,920 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ბულგარეთის მოქალაქე კ.ს.გ-სა და სომხეთის მოქალაქე ა.კ-ს, ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
კომენტარები
