საბაჟო გამშვებ პუნქტში “თბილისის აეროპორტი”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული (33 აბი), ფსიქოტროპული (56 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და მარიხუანა (2.43 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. 20 მაისს, სგპ სარფში აღმოჩენილი, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტების საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი 5,748.7 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კომენტარები
