„სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბულონს“ შეხვდა და ზურიკო დავითაშვილის გოლით გაიმარჯვა. ანგარიში 1:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. ის მატჩის ბოლოს – 89-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
კომენტარები