საზოგადოებას ხომ არ დაავიწყდა, რომ გახარიელებს „ლელოელები“ ჯერ თვალთხარიას ეძახდნენ, „ლელოელებს“ გახარიელები – თაღლითებს და ამის მერე ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და პოლიტიკური ქორწინებაც შედგა, იმიტომ, რომ ეს იყო დავალება, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
„ახლა მიიღეს დავალება, სცადონ, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მოატყუონ და დააჯერონ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან. „ნაცობა“ არ ნიშნავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრობას, „ნაცობა“ ეს არის ხელის მოწერა სამშობლოს ღალატზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ლელომ“ და გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატები წარადგინეს, თუმცა მათ ერთობამდე იყო მწვავე ურთიერთბრალდებები. არქივი ინახავს ორი პარტიის ლიდერების, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელსაც ერთმანეთის მისამართით აკეთებდნენ.