თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ლელოს და გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პარტიების გაერთიანება იმ დავალების ნაწილია, რასაც გარედან იღებენ და რის არშესრულებასაც ვერ გაბედავენ.
„როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ დავალება აქვთ. ვითომ პოლიტიკურ პარტიები სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, იმართებიან გარედან. ვიღაცებს ეტყვიან, თქვენ მიიღეთ, თქვენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ასრულებენ ამ დავალებებს, ვერავინ გაბედავს მათ არ შესრულებას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, როცა ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ლელომ“ და გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატები წარადგინეს, თუმცა მათ ერთობამდე იყო მწვავე ურთიერთბრალდებები. არქივი ინახავს ორი პარტიის ლიდერების, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელსაც ერთმანეთის მისამართით აკეთებდნენ.