„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩიას წარდგენას მმართველ გუნდში აფასებენ. „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მიიჩნევს, რომ კახა კალაძე უკონკურენტოა და მათ ოპონენტებს საზოგადოების მხრიდან რეალური მხარდაჭერა არ აქვთ.
„მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე კონკურენცია გაუწიოს. მათ არ აქვთ არც რეალური რესურსი, არც საზოგადოების რეალური მხარდაჭერა. ამიტომ, ამას ჩვენი გუნდი სერიოზულად ნამდვილად ვერ აღიქვამს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ 100%-ით გამარჯვებაში 64-ვე მუნიციპალიტეტში. გაგრძელდება ის პროგრესი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ყველა მუნიციპალიტეტში“, – აცხადებს რურუა.
„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია დაასახელა, ვიცე-მერად კი ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინეს.