რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპის და ნატოს ქვეყნების ჯარების განთავსება კრემლისთვის მიუღებელია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ამ საკითხს ნეგატიურად ვუყურებთ“, – თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვს არაერთხელ უთქვამს ამის შესახებ სხვადასხვა დონეზე.
„არ არსებობენ ევროპელი ჯარისკაცები. არსებობენ კონკრეტული ქვეყნების ჯარისკაცები და მათი უმეტესობა ნატოს წევრია. ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინ წაწევა და უკრაინაში მისი ინფილტრაცია, ალბათ, მომხდარი კონფლიქტური სიტუაციის უპირველესი მიზეზია.ამიტომ, ჩვენ ამ მსჯელობას ნეგატიურად ვაფასებთ“, – დასძინა პესკოვმა.
კომენტარები