უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში მდებარე ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაიბომბა სამარის ოლქში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კრასნოდარის მხარეშია.
კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 7 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს, რაც რუსეთის ნავთობის მარაგების 2,5% წარმოადგენს.
აფიპის ქარხანა 6,25 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს, რაც მარაგების 2,2%-ია. აღსანიშნავია, რომ კრასნოდარის მხარეში მდებარე ქარხანა ადრეც ყოფილა თავდასხმის ობიექტი.
კომენტარები