იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი შიშობს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე თავის მნიშვნელობას დაკარგავს.
მელონის თქმით, ევროკავშირი დღითიდღე უფრო მეტად არის განწირული გეოპოლიტიკური არარელევანტურობისთვის, რადგანაც ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას კონკურენტუნარიანობის გამოწვევებზე, რასაც ჩინეთი და შეერთებული შტატები უქმნიან.
„იდეოლოგიები ვერ გაათავისუფლებენ ჩვენს საზოგადოებებს, მაგრამ ფასეულობები ამას შეძლებენ. ევროკავშირმა უნდა მოახდინოს კონცენტრაცია ძირითად პრინციპებსა და ეროვნულ იდენტობაზე“, – განაცხადა მელონიმ.
კომენტარები