ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის სერვისებს ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ა.შ., – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
„ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს, საარჩევნო ადმინისტრაცია ღია და გამჭვირვალეა. მისი ტრენინგები, მის მიერ შეთავაზებული სერვისები არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო აღიარების საფუძველი. ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიიღოს დაუბრკოლებლად ნებისმიერი ინფორმაცია, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცესს და პროცედურებს“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
გადაამოწმეთ საარჩევნო სია და თქვენი უბანი. ცესკო ამომრჩეველს მიმართავს. ინფორმაციის დასაზუსტებლად არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, პრობლემის შემთხვევაში ცვლილებების ასახვა საარჩევნო სიაში 17 სექტემბრამდე შეიძლება.