ეს ქვეყანა შიგნიდან უნდა იმართებოდეს და გარეთ სირბილი ჩვენს ოპონენტებს არაფერს მისცემს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენი ქვეყანა გარედან რომ არ უნდა იმართებოდეს, ეს არჩევანი უკვე გაკეთებულია, ვისთან შესახვედრად მიდიან ჩვენი ოპონენტები ვერ ვხვდები, რადგან ვისაც უნდა ესაუბრონ, სწორედ ამ ქვეყნის მოსახლეობაა. ჩვენს საზოგადოებასთან ისინი სასაუბროდ ვერ გადიან და ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის გარეთ, კარდაკარ სირბილი და იმ ფარული გავლენის სფეროებში მანიპულირება, რომელშიც ძალიან კარგად არიან, რადგან მათ აგენტურას წარმოადგენენ.
ის ფაქტი, რომ ვიღაც საზღვარგარეთ მიდის და რომელიღაც უცხოელს ხვდება, ამ ასაკიდან საქართველო დიდი ხანია გამოვიდა. კარგია ყველაფერი, რაც კარგია უცხოეთში, მაგრამ ჩვენც ძალიან დიდი კომპეტენცია გვაქვს იმისა, რომ ვხედავდეთ, რა არის სწორი და რა – არასწორი“, – აღნიშნა წილოსანმა.