შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს და ერთიც ამხილეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თავისი თანამზრახველის დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი “MERCEDES BENZ S550”-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით სს “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები
