არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მოკლედ ნაცაგენტურის თავისმართლებაზე დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით:
დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი და თეორიულად ისეთი იურიდიული ნონსესი რომც გავიზიაროთ, რომ დამხობას აქვს სხვადასხვა ხასიათი, “მშვიდობიანი”, “წყნარი”, “ელეგანტური” და ა. შ., ის მაინც ისჯება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება.
რაც შეეხება ბრალდებული ხაბეიშვილის მხარდასაჭერად (თუ სხვა მიზნით…) გაკეთებულ იგივე შინაარსის განცხადებებს, დარწმუნებული ვარ სუსი დროთა განმავლობაში დააკვირდება და შეისწავლის მათ შინაარს და მომავალში სწორად დააკვალიფიცირებს, რომელი მათგანი ატარებდა მხარდასაჭერი პერფორმანსის და რომელი – დანაშაულებრივ ხასიათს!
აქვე ვაქვეყნებ კანონის მუხლს, სადაც უბრალოდ წერია, რომ დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, – ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე!”