ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ამ მიზეზის, ასევე იმის გამო, რომ არჩევნები საქართველოში ობიექტურად ტარდება, ორგანიზაციამ არ ჩათვალა საჭიროდ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა.
„ზოგადად იციან, რომ არჩევნები აქ ტარდება ობიექტურად, ამიტომ, რაიმე სენსაციას ვერ დადებენ და აქედან გამომდინარე, ამ ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩამოსულიყვნენ დამკვირვებლებად“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ეუთო/ოდირი „ქრონიკის“ კითხვის შემდეგ ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭისყრის დღემდე ორი-სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე ერთი თვით ადრე უარი განაცხადა.