ახალგაზრდებო, იყავით ბედნიერები, ისწავლეთ, იხალისეთ და იმეგობრეთ! გახსოვდეთ, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც სინათლე, სითბო და სიყვარულია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.
ძვირფასო პირველკლასელებო, დღეს თქვენთვის დაიწყო ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი გზა! ეს იქნება სიახლის შეცნობის, წინსვლისა და ნამდვილი მეგობრობის დასაწყისი. სკოლის კარები ფართოდ იღება, რათა ცოდნის და ჰარმონიის გარემოში გაიზარდოთ და აივსოთ სიყვარულით.
ახალგაზრდებო, იყავით ბედნიერები, ისწავლეთ, იხალისეთ და იმეგობრეთ! გახსოვდეთ, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც სინათლე, სითბო და სიყვარულია.
მშობლებო, ვიზიარებთ თქვენს სიხარულს. ოჯახისა და ახლობლების უპირობო სიყვარული არის ბავშვების ნათელი მომავლის მყარი საძირკველი.
მასწავლებლებო, თქვენ განდობთ ყველაზე ძვირფასს — შვილებს, შვილიშვილებს და ჩვენს მომავალს. თქვენგან მიღებული სითბო, მოთმინება და გულისხმიერება მათთვის ცხოვრების გზამკვლევი იქნება.
ყველას გისურვებთ ულამაზეს, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს!
სიყვარულით, თიკა რუხაძე”, – წერს თიკა რუხაძე.