“საპატრიარქოში არიან ძალები, რომელებიც ილია მეორეს წინააღმდეგ იბრძვიან” – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს. მისივე თქმით, პატრიარქის მოწინააღმდეგეები არიან სასულიერო და სამოქალაქო პირები, რომლებსაც ილია მეორის მმართველობის დასრულება სურთ.
გოჩა ბარნოვი, თემურ ბუაძე და მეუფე პეტრე ცაავა – ეს არის ის სახელი და გვარები, რომელებიც ედიშერ ქარჩავა “იბერიასთან” დაასახელა. ქარჩავას თქმით, მეუფე პეტრე არის უშუალოდ ის პიროვნება, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა სურდა.
“არსებობენ სულიერად და იდეურად ორგანიზებული, რომლებსაც მათ არამარტო საპარლამეტნო მმართველობის გაუქმება სურთ, არამედ მათი მიზანი არის ნებისმიერი ხერხითა და ფორმით პატრიარქის მოცილება. ამაში იგულისხმება როგორც პატრიარქის ლიკვიდაცია ან მისი ჩამოცილება მმართველობიდან. მეუფე პეტრეს სურვილი იყო პატრიარქის მკვლელობა” – განაცხადა ქარჩავამ.
