ქობულეთელები სასტუმრო “არმაზის” ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა (ჯემალი) ართმელაძის გარდაცვალების შესახებ დეტალებს ჰყვებიან.
როგორც AMBEBI.GE-ს რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ართმელაძემ საკუთარ კაფეში ჩამოიხრჩო თავი. მათივე განმარტებით, სასტუმროში ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრები ზღვის პირას მდებარე კაფეში ცხოვრობდნენ.
“სასტუმროს დაწვის შემდეგ აღარაფერი ჰქონდათ. ისინი ორი წლის განმავლობაში ზღვის პირზე მდებარე პატარა კაფეში ცხოვრობდნენ. სციოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ბანკის ვალები ჰქონდათ. ვაჟკაცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამდენს სტრესს და პრობლემას, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კომენტარები
