ჩეხეთმა 3-4 ოქტომბრის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია ქვეყანაში 2 სექტემბერს მიიწვია. ეუთოში ჩეხეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი წერილი „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
„მსურს გაცნობოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის არჩევნები ჩატარდება 2025 წლის 3 და 4 ოქტომბერს. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაბამისად, და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODHIR) წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ, ჩეხეთი მზად არის მიიღოს დამკვირვებლები და დაეხმაროს ODHIR-ს მისიის შეუფერხებლად განხორციელებაში, როგორც ეს გაცხადებულია მოწვევის წერილში, რომელიც გაეგზავნა ODHIR-ის დირექტორს, ქალბატონ მარია ტელალიანს“, – აღნიშნულია წერილში.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.