გიორგი გახარიას პარტიიდან თანამოაზრეების გადინება გრძელდება. ამჯერად დიმიტრი ცქიტიშვილისა და „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო. ამის შესახებ განცხადებას ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი თქმით, წასვლის მიზეზი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ფუნდამენტური განსხვავებაა.
„მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობრივი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ“, – წერს ცქიტიშვილი.
კომენტარები