ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში მეუფე პეტრეს ადანაშაულებს.
“ნიუპოსტთან” საუბრისას რამიშვილმა ქარჩავას განცხადებებს “დებილიზმი” უწოდა და თავის მხრივ, საქმის ირგვლივ სკანდალური ინფორმაციის გავრცელება დაანონსა.
“მამა გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს დავალებებს ასრულებდა?! – ეს სკანდალური ინფორმაცია კი არა ეს დებილიზმია. ეს ყველანაირ ჩარჩოს, სამართლებრივ, ინტელექტუალურს სცდება. რამდენიმე საათი გვაცალეთ და ისეთ რაღაცეებს გაიგებთ, რომ მიხვდებით, რატომ გამოვიდნენ ახალი ბრალდებებით”- უთხრა “ნიუპოსტს” მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, ნიუპოსტთან” საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ მამა გიორგი მამალაძე იმ ჯგუს წარმოადგენს, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის გაუქმება და სინოდალური მმართველობის შემოღება უნდოდა.
www.newposts.ge
