ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უფლებადამცველად მიხეილ რამიშვილის კანდიდატურა თავად ურჩია. ამის შესახებ, მეუფე პეტრემ ელეკომპანია „პირველის“ ეთერში, სატელეფონი ჩართვისას განაცხადა.
“მე ასეთ პრინციპულ, უანგარო ადამიანად, რომელიც იბრძოლებდა და უდანაშაულო მღვდელს დაუდგებოდა, აზრად მიხეილ რამიშვილი მომივიდა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა და აქ არაფერია დასამალი. ეს სინოდსაც ვუთხარი. ადამიანი, რომელიც იყო გირგვლიანის ადვოკატი წინა ხელისუფლების პირობებში და მან თავისი პრონციპულობა, უშიშროება და სამართლიანობა დაამტკიცა.
დეკანოზს რჩევა მივეცი, რომ თუ მას მიხეილ რამიშვილი მოეწონებოდა, იგი მასთან შევიდოდა და უღალატოდ, უანგაროდ დაუდგებოდა გვერდში, როგორც მართალ ადამიანს, მაგრამ ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ ბრძენი პატრიარქი საქართველოში დაბრუნდებოდა და ფარდა ყველაფერს აეხდებოდა და დასრულდებოდა მისი ჯოჯოხეთური მდგომაროება“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.