უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შვედ ხალხს თანაუგრძნობს. ორბანის განცხადებით, შვედები არეულობაში არიან ჩარჩენილები, ხოლო მათი ლიდერები დროს თითის გაშვერაში ხარჯავენ და არა წესრიგის დამყარებაში.
ორბანი კრიმინალის კუთხით უნგრეთისა და შვედეთის მონაცემებს ადარებს.
„ჩვენ თანავუგრძნობთ შვედ ხალხს. ისინი არეულობაში არიან ჩარჩენილები, ხოლო მათი ლიდერები დროს თითის გაშვერაში ხარჯავენ. მოდით, ფაქტებს გადავხედოთ: უნგრეთი – ნული დაბომბვა, ნული არალეგალი მიგრანტი, 132 კონტრაბანდისტის დაკავება, 16 ათასი არალეგალი მიგრანტის დაკავება მხოლოდ 2024 წელს. უსაფრთხო, მოწესრიგებული, კონტროლის ქვეშ. შვედეთი – ბანდებთან დაკავშირებული 317 აფეთქება 2024 წელს, 32 – მიმდინარე წლის იანვარში, 62 ათასი დაკავშირებული კრიმინალურ ქსელებთან, 8 935 არალეგალი მიგრანტი, იარაღით მკვლელობის მაჩვენებელი – ოთხი ადამიანი ერთ მილიონზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 1,6-ია. შვედეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს: „სრულიად ნათელია, რომ ჩვენ არ გვაქვს კონტროლი ძალადობის ამ ტალღაზე“. კანონი და წესრიგი ინგრევა, მაგრამ ისინი კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავენ. ეს ქაოსი არ უნდა იყოს ევროპის მომავალი. ჩვენი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ორბანი.