ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ წარმომადგენლების ბრიუსელში გამგზავრების ფაქტს გამოეხმაურა.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენები როდესაც დადიან ასეთი ტიპის შეხვედრებზე, ისინი ამ ყველაფერს ასაღებენ, რომ პარტნიორებთან აქვთ შეხვედრა და ასე შემდეგ. რეალურად ეს ყველაფერი არის ის, რომ ისინი იღებენ დავალებებს, ინსტრუქციებს, თუ როგორ გააგრძელონ შემდგომი მოქმედებები ევრობიუროკრატებისგან, კონკრეტული ჯგუფისგან. მათ უნდა მიიღონ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ ჯერ არჩევნებამდე და შემდეგ ის, რაც აქვს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაფიქრებული გეგმა, 4 ოქტომბრის არეულობა, იქ რა ფორმით უნდა იყვნენ ისინი წარმოჩენილი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
კომენტარები