აშშ-ის სენატმა მაიკ უოლცი გაერო-ში ელჩად დაამტკიცა.
ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა ის მონაწილეობის მიღებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, რომელიც მომდევნო კვირას გაიხსნება.
მანამდე მაიკ უოლცი დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მაიკ უოლცს მრჩევლის პოსტის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც პლატფორმა „სიგნალში“ შექმნილ გასაიდუმლოებულ მიმოწერაში, ჟურნალისტის შემთხვევით დამატების შედეგად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები სენსიტიურ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას დაუცველ არხებში განიხილავდნენ.
კომენტარები