რამდენიმე დღეში დაგიმტკიცებთ რომ მატყუარები და გაიძვერები ხართ, ნოშიკო ნამორაძეს კი წარმატებებს ვუსურვებ იქ სადაც არის! – ასე ეხმაურება საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ქვეყნის დატოვების შესახებ.
“ეს ნაგავი და ბალასტი, რომელიც მდინარესავით მოდის, უკვე წლების განმავლობაში, ამ ბოსელი ტელევიზიებიდან, ის რაც ახლახანს, ამ ბინძურმა #ტვფორმულამ გამოაქვეყნა და გაავრცელა, უბრალოდ ტყუილი და მორიგი სიცრუეა, ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი და ცნობილი ბიზნესმენის, დასამცირებლად და გასაშავებლად!
ნოშიკო ნამორაძე, – პირველად ტელევიზორში მაშინ ვნახე, როცა ერთი არამზადა, ცნობილი მოძალადე და ბანდიტი ნაციონალი, -დათო კოდუა, კარგად გაძუყნა და თავისი ქმედებისთვის, საკადრისი პასუხიც გასცა!…
მეორედ, ბათუმში ჩემი ერთერთი უახლოესი მეგობრის იუბილეზე, შორიდან დავინახე და ჩემი ინიციატივით, პირადად მივედი მასთან და საჯაროდ მადლობა ვუთხარი, იმ კარგი კაცობისთვის და საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა ჰქვია…
დიახ, აღმშენებლობაში მონაწილეობა, რადგანაც ამ ადამიანს, თავისი ბიზნესიდან ბიუჯეტში, წლიდან წლამდე, ათეულობით მილიონი ლარი შეაქვს და ეს ინფორმაცია, არც ენის მოჩლექვით, ჩემი ზოგიერთი, ცნობილი კოლეგების, ნაცადი და აპრობილებული მეთოდია, განზრახ დაწერილი და – “შემძვრომი” სიყალბე, მილიონერი ბიზნესმენისთვის “ხურდა” ფულის, ან “კბილის ნაჩიჩქნის” გამოსაძალვის მიზნით ნათქვამი, არამედ, ეს არის სრული სიმართლე და ეს სიმართლე ასახულია სახელმწიფო ანგარიშებზე, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი ჰქვია, თქვენ მართლაც გაუნათლებელო, უგნურო და ბოროტო ნაძირლებო!
… ხოდა, ეს ჩემი სტატუსი, კარგად შეინახეთ და დაიმახსოვრეთ, რადგანაც, რამდენიმე დღეში, ისევ მაგრად დაგცინებთ და კიდევ ერთხელ, საკადრისად დაგამხობთ ყველას თავზე, იმიტომ რომ, არამზადები, მატყუარები და დამპალი გაიძვერები ხართ, ამას დაგიმტკიცებთ ფაქტებით, თავი რომ მაგარი ჟურნალისტები გგონიათ და ასე ჰაერზე წერთ იმას, რაც იმ დამპალ და გაკოტრებულ ნაგავს, სჭირდება და უნდა, ვინც ვივამედის კლინიკაში კოტრიალობს, ხან ნეპალელი შვილის მამა რომ არის და ხან “კამოს გრანულებით” რომ იკვებება ჯანსაღად, ეს სიბინძურისა და ბოროტების განსახიერება, თაღლითი!
შეხვედრამდე კოლეგებო, უახლოეს დღეებში, შევეცდები, კიდევ ერთხელ, დამსახურებულად და საფუძვლიანად, საჯაროდ დაგცინოთ!
#ნოშიკონამორაძე ❤ თქვენ, წარმატებებს გისურვებთ, იქ სადაც ხართ!
აქვე ვიტყვი იმასაც რომ, როგორც ჟურნალისტისთვის, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ექსკლუზიური ინფორმაცია და მისი გამოქვეყნება, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყანა და მისი ინტერესები!
#საქართველოუპირველესყოვლისა🇬🇪🇬🇪🇬🇪🙏🙏🙏✊✊✊”-წერს ლიპარტელიანი.