პოლონეთში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.
სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კეტრჟინის რაიონის სოფელ კორშეში იპოვეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება.
როგორც მედია წერს, 20 სექტემბერს, დღისით მოქალაქემ პოლიციაში დარეკა და ნამსხვრევების პოვნის შესახებ განაცხადა.
პოლონურ მედიასთან წყაროები აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის ნაწილია. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი ეს მე-19 რუსული დრონი იქნება, რომელიც პოლონეთმა მის ტერიტორიაზე აღმოაჩინა.
კომენტარები