აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება სურს.
დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, გააგზავნის თუ არა სამხედროებს ბაგრამის ბაზის დასაბრუნებლად.
„ჩვენ ახლა ვესაუბრებით ავღანეთს და გვსურს ამის დაბრუნება, რაც შეიძლება მალე და თუ ისინი არ დააბრუნებენ, თქვენ გაიგებთ, რას ვიზამ მე“,- განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავღანეთმა ეს ბაზა უნდა დაუბრუნოს ამერიკას.
„თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ავიაბაზას ამერიკის შეერთებულ შტატებს, მას, ვინც ააშენა, ძალიან ცუდი რამ მოხდება“, – დაწერა ტრამპმა.
კომენტარები