არიზონა კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდისთვის ემზადება, სამგლოვიარო ცერემონია დღეს, გლენდეილის სტადიონზე ჩატარდება.
ღონისძიებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.
31 წლის კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს მოკლეს, როდესაც ის იუტის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოდიოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 12 სექტემბერს დააკავეს.
კომენტარები