ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვით სამუშაოები იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. გასულია მუნიციპალური სამსახური, ასევე საგანგებო სამსახური, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
„საბედნიეროდ ამ მომენტისთვის გამოიდარა და პროგნოზიც უკეთესია. ამ მომენტისთვის ელექტროენერგია მთელი ქალაქის მასშტაბით აღდგენილია. მუშაობს ყველა სატუმბი სადგური. ზარალს დავითვლით და როგორც ყოველთვის, გაიცემა შესაბამისი კომპენსაციები“, – აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.
კომენტარები