ისრაელი პალესტინის აღიარებას აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო უწყების განმარტებით, აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური „ჰამასისთვის“, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში აფილირებული მისი „მუსლიმური საძმო“ აძლიერებს. პრემიერმა-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო განცხადება გააკეთა.
„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს – თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორს. მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი – ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით არ შეიქმნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.
კომენტარები